ირაკლი სესიაშვილი თვლის, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის თემა პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების სალაპარაკო თემა არ უნდა იყოს.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილი მისთვის ერთ-ერთი ძებნილია.
“ჩემთვის ის არის ერთ-ერთი ძებნილი, რომელზეც სასამართლოს მხრიდან განჩინება გამოტანილია. ამიტომ, სტანდარტულად, ამას სამართალდამცავები მიყვებიან და ეს არ უნდა იყოს პრეზიდენტების და პრემიერ-მინისტრების სალაპარაკო თემა”,- განაცხადა სესიაშვილმა.
კომენტარები