სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა ხუციშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ეხიანება:
“ეს იყო აბსოლუტურად გააზრებული და სამართლებრივად გააზრებული განცხადებაა. ამ თემის ასეთი ვიზიტების დროს განხილვა არასასურველია. ჟურნალისტები ცდილობენ გაიგონ ერტი ან მეორე პირის პოზია, თუმცა, ეს არის სამართალდამცველების კომპეტენცია. ნებისმიერი ქვეყანა, ასეთ დროს უაღრესად ფრთხილია. მე შეგახსენებთ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც დევნაში იყო მაშინ, როდესაც სააკაშვილის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთა და მაშინ საფრანგეთმა ის საქართველოს არ გადმოსცა. ძალიან სამწუხაროა, რომ თავად სააკაშვილმა არ ისურვა სამართალდამცველებთან თანამშრომლობა. გამორიცხულია რაიმე სახის ზეწოლა მასზე, ეს იქნებოდა გამჭვირვალე თანამშრომლობა”, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.