ბათუმში საზღვაო ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნა. საფესტივალო სივრცე წელსაც ანბანის კოშკის მიმდებარედ მოეწყო. ტერიტორია საზაფხულო-საზღვაო დეკორაციებითა და ინსტალაციებით გაფორმდა. დღევანდელი საღამო საზეიმო კონცერტით გაგრძელდება.
მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივებს და სტუმრებს საზაფხულო სეზონის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ აჭარა ახალ ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება.
ზაფხულის ფესტივალის პირველ დღეს მუსიკალური ნომრები მოწვეულმა ბენდებმა შეასრულეს. ცნობილი ჰიტებით წარდგა „ურსა“, „მიქსტურა,” ,,სინთეზი” და კახაბერი და ხანუმები. ზღვისპირა ქალაქში დღესაც არაერთი გასართობი, შემეცნებითი და კულტურული აქტივობაა დაგეგმილი.
კომენტარები
