ცაგერში, ქორეოგრაფიული ანსამბლ „ლეჩხუმის“ დაარსებიდან 45 წელი საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებაში სხვადასხვა თაობის მოცეკვავეებთან ერთად ანსამბლ „უშბას“ წევრებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა წარადგინეს. საღამოს დასასრულს საზეიმოდ გაიხსნა ანსამბლ „ლეჩხუმის“ ვარსკვლავი.
45-წლიანი ისტორიის განმავლობაში ანსამბლმა „ლეჩხუმმა“ ღირსეულად წარმოაჩინა ლეჩხუმის ქორეოგრაფიული ტრადიციები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და არაერთი თაობა აღზარდა ქართული ხალხური ცეკვის სიყვარულით.
კომენტარები
