თელავის მუნიციპალიტეტში მამაკაცი დენის დარტყმის შედეგად დაიღიპა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა სოფელ ყარაჯალაში გუშინ მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია, მთავარი ამბები კახეთიდან წერს, მამაკაცს ელექტროსამუშაოების შესრულების გამოცდილება ჰქონდა და ერთ-ერთმა ადგილობრივმა დაზიანებული გაყვანილობის შეკეთებაში დახმარება სთხოვა. მამაკაცს ელექტრობოძზე ავსლა მოუწია, რა დროსაც დენმა დაარტყა. მისი ჩამოყვანა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ელექტროენერგიის მიწოდება საგანგებოდ შეწყვიტეს.
შსს-ს ცნობით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტროენერგიის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
