„ჰეკატეს ბაღი“ – ახალი კონცეპტუალური სივრცე – ბაღს, გასტრონომიას, მცენარეთა კულტურასა და დიზაინს აერთიანებს.
შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი კერძები, დაათვალიერონ სათბური, გაეცნონ სხვადასხვა სახეობის მცენარეს და სურვილის შემთხვევაში, ნერგებიც შეიძინონ.
ადგილზე დაგხვდებათ საგანმანათლებლო ვორქშოპებიც.
კომენტარები
