ზუგდიდში ბენზინმზიდისა და ავტომობილების აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
ცნობილია, რომ ორმა მოქალაქემ მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო, დანარჩენ ორს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
შემთხვევა ზუგდიდის შესასვლელთან ცოტა ხნის წინ მოხდა – თავდაპირველად ბენზინმზიდი აფეთქდა, რამაც კიდევ 3 მანქანის აფეთქება გამოიწვია. როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი, რომლის კარებთანაც ბენზინმზიდი იდგა, ასევე მაღაზია და დამხმარე ფართი
კომენტარები
