აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო დატოვა. მაიკ პენსის თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ აფრინდა.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში ორდღიანი ვიზიტი შერეულ სამხედრო საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე დაასრულა, სადაც ღირსეული პარტნიორი 2017-ის სწავლებაში მონაწილე სამხედროებს მიესალმა.
მისი თქმით, ამერიკა და საქართველოს ერთობლივი ღირებულებები აქვთ, რაც თავისუფლებისთვის სწრაფვას გულისხმობს. სამხედრო ბაზაზევე ის საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.
მანამდე კი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პატრიარქს და პრემიერმინისტრს შეხვდა. გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საკმაოდ მკაფიო გზავნილები გააჟღერა. მაიკ პენსის განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკა საქართველოს გვერდით დგას.