ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. უნდა ვიყოთ თანმიმდევრული, გონივრული ჩვენს მოქმედებებში, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის მინიტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.
“რუსეთის წარმომადგენლებმა გააკეთეს განცხადება, რომ პუტინის ჩასვლა ოკუპირებულ აფხაზეთში სწორედ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს უკავშირდება, რაც ძალიან ცუდია.
ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს. უნდა ვიყოთ თანმიმდევრული, გონივრული ჩვენს მოქმედებებში. უნდა შევძლოთ მაქსიმალურად მობილიზება იმ მხარდაჭერისა და კონსოლიდირებისა, რომელიც ჩვენ საგარეო ფრონტზე გაქვს. ეს დიდი ბერკეტია, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით რეფორმის პროცესის გაგრძელება-გაძლიერება და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რომელიც იქნება როგორც სტაბილურობის, ასევე კეთილდღეობის ძალიან სერიოზული ფუნდამენტი მომავალში.
ძალიან სამწუხაროა, ადრეც გვინახავს, ახლაც ვადევნებთ თვალს და მომავალშიც არ გამოვრიცხავთ პროვოკაციას. ჩვენ ვალდებული ვართ მოქალაქეების, ქვეყნის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინაშე, არ ავყვეთ პროვოკაციებს, პირიქით, გადავდგათ სწორი და გონივრული ნაბიჯები”,– განაცხადა ვიქტორ დოლიძემ