უხვი ნალექის გამო აჭარის მასშტაბით სტიქიის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქალაქ ბათუმში, დატბორილი ქუჩების ტერიტორიაზე გაეცნო.
ბათუმის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და სპეცტექნიკა მობილიზებულია. ამოტუმბვითი სამუშაოები ერთდროულად, სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს. იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები. ლოკაციებზე, სადაც დაფიქსირდა მეწყრული პროცესები, შესაბამისი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ბათუმის წყლის სპეცტექნიკა და მორიგე ჯგუფები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.
მუნიციპალიტეტის სამსახურები, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.







კომენტარები
