მადლობა იმისთვის, რომ აკეთებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მადლობა იმისთვის, რომ ხარ ზაზა. საქართველო და ამერიკა ამაყია შენით, – ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ქართველ კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას.
იან კელიმ ფაჩულიას წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტსმენმა ქართველ ხალხისთვის მნიშვნლოვანი საქმე გააკეთა. მანვე ზაზა ფაჩულიას ორი ქვეყნის სახელით მადლობა გადაუხადა.
“მინდა მოგილოცო ჩემპიონო, გილოცავ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ეს უმშვენიერესი თასი ჩამოიტანეთ. თქვენ ქართველ ხალხს აძლევთ იმედს, რომ შეუძლიათ მიაღწიონ იმას, რაც სურთ, თუკი იმუშავებენ, და გახდნენ წარმატებულები. მადლობა იმისთვის, რომ აკეთებთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს და მადლობა იმისთვის, რომ ხარ ზაზა. საქართველო და ამერიკა ამაყია შენით”, – განაცხადა იან კელიმ სპორტის სასახლეში გამოსვლის დროს.
“საქართველო და ამერიკა ზაზა ფაჩულიათი ამაყობს”
2017/08/07 23:05:57
ნანახია: 1021 ჯერ