მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ერთად მივიდნენ და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
”2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. პირველ რიგში ჩვენი ვალია პატივი მივაგოთ დაღუპულ გმირებს, გვახსოვდეს ისინი, ასევე ჩვენი ვალია ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც ჩვენი გმირები იბრძოდნენ. ეს არის ჩვენი სამშობლოს გამთლიანება და ერთიანობა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები