სააკაშვილს ეტყობა ჩინეთის ან რუსეთის პრეზიდენტი ჰგონია თავი, როდესაც ამბობს, 3 ათასი ტანკი შემოვიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში და 200 თვითმფრინავი გვბომბავდაო, – ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილს 8 აგვისტოს ომში ადანაშაულებს და მასთან ერთად მოიხსენიებს მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას.
მისი თქმით, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო ამ ომის თავიდან აცილება, რადგან წინასწარვე ცნობილი გახლდათ, რომ ეს იყო წაგებული ომი.
”სააკაშვილს ეტყობა ჩინეთის ან რუსეთის პრეზიდენტი ჰგონია თავი, როდესაც ამბობს, 3 ათასი ტანკი შემოვიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში და 200 თვითფრინავი გვბომბავდაო. თუ წარმოუდგენია მაინც ფიზიკურად სად დაეტეოდა ამდენი ტექნიკა იქ?! დაძაბულობა იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში, მაგრამ ასეთ კონფრონტაციამდე არასოდეს არ მისულა საქმე. რომ არა სააკაშვილის ბრიყვული რწმენა, თითქოს ამერიკა დაეხმარებოდა, რომ არა მისი გარემოცვა გიგა ბოკერია და სხვები, რომლებიც აქეზებდნენ, რომ აუცილებელი იყო ომი დღეს ეს ვითარება, არ გვექნებოდა. სააკაშვილის გარემოცვიდან ყველა ისე კუდამოძუებული გაიქცა, სააკაშვილი მარტო იჯდა თავის ოთახში, ვინ სად იყო არ იცოდა. ეს ადამიანები ყველა უნდა დაისაჯოს, გამოძიებული უნდა იქნას რატომ და ვინ დაიწყო ომი, თუმცა აქ გამოსაძიებელიც არაფერია. ისედაც ცნობილია, რა მოხდა. სააკაშვილიც და ბოკერიაც მაშინაც ბედნიერები იყვნენ, რომ მათი ხელისუფლება გადარჩა. არაფრად აგდებდნენ იმას, რომ 118 სოფელი დამატებით დავკარგეთ, ადამიანები დაიხოცნენ და რუსეთის ბაზები განლაგდნენ ჩვენს საზღვრებზე. ეს არის დანაშაული, რომლის გამოძიება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არ უნდა“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
ნინო ბურჯანაძე – სააკაშვილს, ეტყობა, ჩინეთის ან რუსეთის პრეზიდენტი ჰგონია თავი
2017/08/08 18:58:15
კომენტარები
ნანახია: 1792 ჯერ