„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს, რა თქმა უნდა, ძალაშია და, რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული“, – აცხადებს
”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე, რომელმაც Страна.ua – ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერსა და მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
”შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონო ხაზებით არ დგება და არ მიიჩნევენ ისინი სერიოზულად და მეც, პრინციპში, ვეთანხმები და გამიჭირდება სერიოზული კომენტარის გაკეთება.
რაც შეეხება ამ კონკრეტული ადამიანის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს, რა თქმა უნდა, ძალაშია და, რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული. როდესაც ადამიანი ექვემდებარება სამართლებრივი თვალსაზრისით ექსტრადირებას, ის უნდა იყოს გადმოცემული კონკრეტული ქვეყნისათვის,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.