ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, ის თანამდებობას არ ტოვებს.
„ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის. მთელი გუნდი აგრძელებს ბოლო წლებში დაწყებულ ამ დიდ საქმეს, რომელიც წელს დასრულდება 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაურით. მომავალში კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველის ჩვენ ტურიზმის სფეროში”, – აღნიშნა ჩოგოვაძემ.
კომენტარები