დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამჯერადაც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ანუ მათი კიდევ უფრო სასარგებლო მომავლისთვის მიიღებს.-ამის შესახებ პოლიტსაბჭოს სხდომაზე თბილისის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. პრემიერმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული შერჩეული კანდიდატი პასუხისმგებლობას იღებს ძლიერი თვითმმართველობის შესაქმნელად. „ჩვენ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. 21 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში.
ხალხი გადაწყვეტს ვის ჩააბაროს მართვა ადგილობრივ დონეზე, ვინ იფიქრებს და იზრუნებს მეტად მათთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნაზე, დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხი ამჯერადაც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ანუ მათი კიდევ უფრო სასარგებლო მომავლისთვის მიიღებს.
„ქართულ ოცნებას“ აღებული აქვს პასუხისმგებლობა,რომ გვყავდეს ძლიერი თვითმმართველობები და თითოეული მმართველი რგოლი ქვეყნის სამსახურში იდგეს.
ჩვენი პარტია მზადაა უპასუხოს ყველა გამოწვევას, ჩვენი მიზანია თბილისის თითოეული უბანი გავხადოთ უკეთესი, სწორედ ამ ნიშნით შეირჩა თითოეული კანდიდატი და მერობის კანდიდატიც კახა კალაძე.“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი: ხალხი გადაწყვეტს ვის ჩააბაროს მართვა ადგილობრივ დონეზე
2017/09/01 21:07:30
კომენტარები
ნანახია: 1088 ჯერ