საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სა თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინეს. წარდგენისას პრემიერმა განცხადება გააკეთა:
„წვიმა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამ ხანძრების ფონზე განსაკუთრებით შემიყვარდა. ამიტომ არ გვაშინებს არაფერი. ჩვენ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. 21 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. ხალხი გადაწყვეტს ვის ჩააბაროს მართვა ადგილობრივ დონეზე, ვინ იფიქრებს და იზრუნებს მეტად მათ საჭიროებებზე ცხოვრების უკეთესი პირობის შექმნაზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამჯერადაც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების“ ანუ მათი კიდევ უფრო უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.