ერთ რამეში ვარ დარწმუნებული რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის, – ამის შესახებ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული და ზოგადად “კარგია, როდესაც ადამიანი, რომელზეც სასამართლოში მიდის პროცესი, თავად დაესწრება პროცესს”.
“სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული, ოთხივეზე მიმდინარეობს გამოძიება. ზოგადად, ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი, რომელზეც სასამართლოში მიდის პროცესი, თავად დაესწრება პროცესს. ეს უკეთესია მისი დაცვისთვისაც, გამოძიებისთვისაც, კითხვებს პირდაპირ გაეცემა პასუხი. ასე რომ, თუ გამოცხადდება თავისი ნებით, ეს იქნება გაცილებით უკეთესი, რათა სასამართლო იყოს სამართლიანი.
რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, ბუნებრივია, როდესაც ადამიანზე არის საქმე აღძრული, მის მიმართ არის გამოცხადებული ძებნა, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული რომ ადრე თუ გვიან ყველა დამნაშავე აგებს პასუხს მის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.