17 ივნისს გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის მცხოვრებლებს, გეგმიური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შატბერაშვილის, ჟვანიას და შენგელიას ქუჩების მცხოვრებლებს,
საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების I ქუჩის, ხარაბაძის, ტატიშვილის და კაკაბეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გუდამაყრის ქუჩის მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის V, VI მიკრორაიონების და ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, მაისურაძის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.