დიდ ბრიტანეთში 555 ათასმა ადამიანმა ხელი მოაწერა პეტიციას ევროკავშირში ქვეყნის ყოფნაზე ხელახალი რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პეტიციის ავტორების აზრით, ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის მიხედვით, თუ რეფერენდუმზე ამომრჩევლის აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო, ან ერთ-ერთი გადაწყვეტილების მომხრეთა რაოდენობა 60%-ზე ნაკლები იყო, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.
დიდი ბრიტანეთის კანონებით, ქვეყნის პარლამენტმა ნებისმიერი პეტიცია უნდა განიხილოს, რომელმაც 100 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა. მთავრობამ კი პასუხი უნდა გასცეს ნებისმიერ პეტიციას, რომელსაც 10 ათასზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.
კომენტარები