ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფონზე, ერთიანი ევროპული ჯარის შექმნის ინიციატივას აყენებს.
განცხადება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
ელმარ ბროკი აცხადებს, რომ ევროპას სჭირდება საერთო სამხედრო შტაბ-ბინა და მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის კოალიცია. ამ ჯგუფისგან კი გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირის ჯარი უნდა ჩამოყალიბდეს. მისი აზრით, ერთიანი შეიარაღებული ძალების შექმნა ევროკავშირის მსოფლიოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში საკუთარი როლის გაძლიერებაში დაეხმარება.
კომენტარები