წუხელ “ცეკვავენ ვარსკვლავების” გრანდიოზული ფინალი გაიმართა. გამარჯვება მსახიობმა სტანისლავ ბონდარენკომ მოიპოვა. მეორე ადგილზე კი ანდრია გველესიანი გავიდა.
გამარჯვების შემდეგ სტანისლავ ბონდარენკო “ინსტაგრამზე” პირველ პოსტს აქვეყნებს.
“მადლობა ჩვენ გუნდს. მადლობა ნიკე კეშელავას და ანტონ ჩერუშევს, რომელმაც გაგვაუმჯობესებინა ჩვენი ცეკვა. მადლობა ბიჭებო, მადლობა ყველას. საქართველო არასოდეს დაგივიწყებ”, – წერს ბონდარენკო.
კომენტარები