არასებობს საპარლამენტო კომიტეტი, სამთავრობო ფორმატი, სადაც საკითხი უნდა იყოს განხილული. უმაღლესი მთავარსარდალიც საქმის კურსში უნდა იყოს, – აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი.
მისივე თქმით, თავდაცვის მინისტრს თავისუფლად შეეძლო ბრძანება გამოეცა და სამხედრო გაწვევა რაღაც ეტაპზე გადაედო ან შეემცირებინა, მაგრამ “თუკი საკითხის მიმართ დამოკიდებულებას კონცეპტუალურად ცვლის, მაშინ ეს სხვა ფორმატშია განსახილველი“.
“დიდი შანსია, თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს. იქ ლევან ბერძენიშვილი ჩაერთო, თავისი განცხადებებით. პოპულარულია, როცა მშობლებს და ოჯახებს ეუბნები: თქვენს ბავშვებს არ წავიყვან ჯარში. ამავე დროს არის სახელმწიფოს ინტერესი, არის თემები, რომელიც გაცილებით მოქნილად შეიძლება მოგვარდეს, ვიდრე ამ განხილვებში ნატოს და დასავლეთის კონცეფციის თემის შემოტანაა. ეს არასწორია. არასებობს საპარლამენტო კომიტეტი, სამთავრობო ფორმატი, სადაც საკითხი უნდა იყოს განხილული. უმაღლესი მთავარსარდალიც საქმის კურსში უნდა იყოს“, – ამბობს თავდაცვის მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაზე გია ვოლსკი.