ირაკლი ალასანია ქუჩის აქციებით იმუქრება – თავისუფალი დემოკრატები პროტესტის ამ ფორმას იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ სასამართლო ე.წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. პარტიის ლიდერის ამ განცხადებას წინ უძღოდა მთავარი პროკურორის განცხადებას ე.წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის შესახებ. პოლიტიკოსების თქმით, ამ საქმეზე პროკურატურას არავითარი უტყუარი მტკიცებულება არ გააჩნია. თავისუფალი დემოკრატები იმედს იტოვებენ, რომ მოსამართლე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
ე.წ. კაბელების საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დასკვნით ფაზაში შევიდა. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის სიტყვა 5 საათს გაგრძელდა. დასკვნითი სიტყვის დასრულების შემდეგ სხდომათა დარბაზში მხარეებს განცხადებები არ გაუკეთებიათ. სახელმწიფო ბრალდება კაბელების საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს ელის.
საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში 11 მაისს განახლდება. პროცესზე თავდაცვის სამინისტროს ხუთივე ყოფილი მაღალჩინოსანი საბოლოო სიტყვას იტყვის, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.
შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებს პროკურატურა 4 მილიონი ლარის გაფლანგვაში ედავება.
www.rustavi2.com