მიუხედავად მძიმე და დატვირთული გრაფიკისა, “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, სტანისლავ ბონდარენკომ ერთ-ერთ გულშემატკივარს, ნატალია ბუკიას სიურპრიზი მოუწყო და დაბადების დღეზე, ყველასთვის მოულოდნელად, ვარდების თაიგულით ესტუმრა. ბუკია სოციალურ ქსელში ბონდარენკოს შესახებ წერს.
“სტანისლავ ბონდარენკო და ნიკე კეშელავა პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” გამარჯვებულები გახდნენ. ახლა უკვე გასაგები გახდა ვინ იყო პროექტის ღირსეული მონაწილეები და ვინ ვერ შეეგუა წაგებას.უკეთესი იქნება წაგებასთან შეგუებას თუ ისწავლით გუშინდელი ემოციებისგან ცოტა გამოვფხიზლდი, გამოვიძინე და ახლა ვეცდები ჩამოვაყალიბო სათქმელი რომელიც საკმაოდ დამიგროვდა ამ სამი თვის განმავლობაში. პირველ რიგში გუშინდელ გამარჯვებაზე ორიოდე სიტყვა. ეს იყო საერთო წარმატება და სიხარული. თითოეული გულშემატკვირის პირადი წარმატება. ბევრი უსამართლობა ვიხილეთ ბოლო ხანებში (სამწუხაროდ დღესაც) მაგრამ ფინალი იყო ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო. არცერთი ცუდი კომენტარისათვის არ დამიწერია პასუხი ( იმათი გამოკლებით რომელიც პირადად მე მეხებოდა) პროექტის განმავლობაში ამიტომ ახლა გეტყვით ყველაფერს ერთად. ვიცი ბევრი სუბიექტურად ჩათვლის ჩემს აზრს მაგრამ სიმართლეს გვერდს ვერ ავუვლით. თუ მისი დანახვა არ გსურთ სხვა საქმეა.
პირველი! ჩემი აზრით, ადამიანისათვის ღირსებაა მთავარი. გამარჯვებაც და დამარცხებაც ღირსეულად უნდა მიიღო. პირველის შემთხვევაში უხეშად რომ ვთქვათ თავში არ უნდა აგივარდეს. დამარცხებამ კიდე ბოღმით არ უნდა აგავსოს. მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. ქართველობა წართმეულ ხალხს გისურვებთ მალე დაგებრუნებინოთ. სამშობლოს სიყვარული ასე არ გამოიხატება. მანიპულირება თემებით და მსგავსი ხერხებით პოპულარობა ცოტა გამაღიზიანებელია და შედეგი იხილეთ კიდევაც. არაა საჭირო ყველაფერზე კომენტარები და განცხადებები. იყავით პოზიტიურები და ხალხსაც ეყვარებით. მაგალითი აიღეთ.
მეორე მიზეზი ამ ადამიანის ნიჭიერებაა. ვერცერთი იტყვით ცუდად ცეკვავდა და მხოლოდ იმიტომ მოიგო რომ უბრალოდ სტანისლავ ბონდარენკოა. მიუხედავად იმისა რომ სულ ცარიელ სცენაზე აცეკვებდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ მათ გადაფარვას წყვილი მაინც ანთებდა ცეცხლს სცენაზე და ყოველ ცეკვას გამორჩეულს ხდიდა.
და მესამე უმთავრესი მისი პიროვნება, დამოკიდბულება ხალხის მიმართ, უსაზღვრო პოზიტივი, ყურადღება, სითბო და სიყვარული რომელსაც ის ასხივებს. შეუძლებელია ერთხელ მაინც ნახო ეს ადამიანი და მისით არ აღფრთოვანდე. უბედნიერესი ვარ იმ თითოეული დღის გამო რომელიც მუდამ საუკეთესო მოგონებად დამრჩება. ყოველთვის სიხარულით გავიხსენებ და მადლობელი ვიქნები. ალბათ ვერ ავხსნი და ვერავინ მიხვდება რატომ და რამდენს ნიშნავდა ეს ყველაფერი ჩემთვის.სწორედ ამის დამსახურება იყო ის გულშემატკივრობა და დიდი სიყვარული. ხალხი ყოველთვის აფასებს იმას ვინც იმსახურებს. ვინც ამბობდით პიარისთვის აკეთებს ამ ყველაფერსო ერთ რაღაცას გეტყვით. ყოველი ლაივის შემდეგ მაშინ როცა კამერები საერთოდაც არ გიღებენ არაა აუცილებელი შენს ფანებთან მიხვიდე მოიკითხო და ჰკითხო მოეწონათ თუ არა ცეკვა.მაგრამ ის ამას აკეთებდა. არცერთი ორშაბათი არ გამოუტოვებია. არცერთ შეხვედრას არ ჩაუვლია უყურადღებოდ. და ვინც ჩემს პოსტებს ნახულობს ამას აუცილებლად მიხვდებოდა.
მოკლედ მეტი ღიმილი, მეტი პოზიტივი, ცოტა დაბლა დაშვება ღრუბლებიდან და ყველაფერი კარგად იქნება;) და უმთავრესი იყავით ის ვინც ხართ))
ბევრ რაიმეზე კიდევ არ ვაფიქსირებ ჩემს აზრს, დავივიწყოთ რაც ითქვა და დაიწერა. ბევრი ლანძღვა ავიტანეთ მაგრამ ღირდა. გამარჯვება ღირსეულად ჩვენია და ეს თითოეული გულშემატკივრის დამსახურებაა. ამისთვის ცალკე მადლობა რომ საუკეთესო ადამიანები შევიძინე და ახლა ისინი ჩემი მეგობრები არიან❤️❤️❤️” – წერს ნატალია ბუკია სოციალურ ქსელში.
“უკეთესი იქნება, წაგებასთან შეგუებას თუ ისწავლით”
2016/06/30 14:02:01
კომენტარები
ნანახია: 1836 ჯერ