ლევან ვარშალომიძე საქართველოში დაბრუნდა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს სარფში ათეულობით მხარდამჭერები დახვდა. მათთან ერთად ყოფილ მაღალჩინოსანს სარფის გამშვებ პუნქტში დახვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი.
მხარდამჭერები სარფის გამშვებ პუნქტთან დროშებითა და პარტიის ატრიბუტიკით შეიკრიბნენ. მათ წარწერებიც გააკეთეს: “ხულო, შუახევი, ქედა, ბათუმი შენს გვერდითაა”.
კომენტარები