მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2018 წლის პირველი ივნისიდან ყოველთვიურად, პენსიასთან ერთად სოციალური დახმარების სახით, 180 ლარს მიიღებენ. დადგენილება დღეს 28 მაისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და 2018 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.
საქართველოს მთავრობამ „მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ“ დადგენილება გამოსცა.
180 ლარიანი დახმარების გაცემა განხორციელდება სახელმწიფო პენსიისა და სახელმწიფო კომპენსაციის მომსახურე საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ბენეფიციარისთვის გახსნილ პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა სოციალური დახმარების დანიშვნა ავტომატურად, დაინტერესებული პირის განცხადებით მიმართვის გარეშე მოხდება.
კომენტარები