თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში არ ადასტურებენ რუსთაველის გამზირზე, აქციაზე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სადგური „თავისუფლების მოედანი“ შეფერხებით მუშაობს. მეტროს შეფერხებით მუშაობაზე ინფორმაცია აქციაზე ზვიად კუპრავამ გაავრცელა.
რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე კუპრავამ თბილისის მერს კახა კალაძეს მოუწოდა მეტროსადგურის მუშაობა აღედგინა.
თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მეტროს მუშაობა არ შეფერხებულა.
აქცია რუსთაველზე 16:00 საათზე განახლდა.
კომენტარები