სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.
როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, ბრიფინგის დრო მოგვიანებით დაზუსტდება.
საგანგებო პრესკონფერენციის თემა, სავარაუდოდ, სახალხო დამცველისა და ზაზა სარალიძის შეხვედრას ეხება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სახალხო დამცველთან ერთად, ვაკის პარკი დატოვა. მანამდე კი აქციის მონაწილეები სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ სწორედ სახალხო დამცველმა დაარწმუნა სარალიძე, დაეტოვებინა აქცია.
ნინო ლომჯარიამ განმარტა, რომ ზაზა სარალიძესთან სამართლებრივ საკითხებზე საუბრობდა, რა დროსაც ინციდენტი მოხდა. თავად სარალიძემ კი მედიასთან მხოლოდ ის განაცხადა, რომ ვაკის პარკიდან არა რუსთაველზე, არამედ სახლში მიდის.
სახალხო დამცველი საგანგებო ბრიფინგს გამართავს
2018/06/03 19:15:50

ნანახია: 983 ჯერ