სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ვიდრე მეტროს მუშაობა არ აღდგება, თბილისის მასშტაბით ავტობუსებით მგზავრობა უფასო იქნება. ამის შესახებ სატრანსპორტო კომპანიაზე დაყრდნობით 1tv-ი წერს.
კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. დეტალებზე კომპანიაში მოგვიანებით ისაუბრებენ.
მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ. პარალელურად მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება. მემანქანეების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს.
კომენტარები