ბიოლოგიური ასაკით თუ ვიმსჯელებთ სავარაუდოდ დედაა ან მამა, ბებიაა ან ბაბუა…მისი საუბრის სტილიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ მამრია, მაგრამ გული სხვას მკარნახობს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ოთარ ჩრდილელი პარალმენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, ერთ-ერთი მოქალაქის სიტყვით გამოსვლას, რომელიც უხამსი განცხადებებით გამოირჩეოდა.
“გინება, როცა აფექტის მდგომარეობაში ხარ-რაღაც მომენტში მოსულა. ადამიანები ვართ, ვიმუხტებით ნეგატივით თუ პოზიტივით და ეგრე გამოვხატავთ, მეტსაც გეტყვით მიტინგზე სიტყვათა გადაცდომის, შეგინება-დაგინების მეტი რა გაგვიგია. ჯანდაბას, ეგეც მოსულა! ქართველები ვართ და გავიგე!
აი ეს ადამიანი საერთოდ ვინ იყო?! ეს გინება ნამდვილად არ იყო, მომზადებული გამოვიდა. არანაირი აფექტი!
რაც მან იკადრა, ჯერ ეს ერთიც სამგლოვიარო მიტინგს არ უხდებოდა, არც საპროტესტო განწყობას გამოხატავდა.
რაღაც ნოსტალგია მატირალი-ბინძური სიტყვები, არა შესაფერის გარემოში… ბიოლოგიური ასაკით თუ ვიმსჯელებთ სავარაუდოდ დედაა ან მამა, ბებიაა ან ბაბუა…მისი საუბრის სტილიდან გამომდინარე ვიფიქრე, რომ მამრია, მაგრამ გული სხვას მკარნახობს…
მე რა უნდა გასწავლოთ, ამ ასაკის ადამიანს, მითუმეტეს ზრდილობა, მორალი, ცოცხალის თუ მიცვალებულის პატივისცემა, საზოგადოებაში ლექსიკის შერჩევა თუ რა…
უბრალოდ ნეტა შეგახედათ თქვენს გამოსვლაზე. უცხო თვალით…
არ გირჩევთ – წარმოდგენა დაგეკარგებათ”, – წერს ოთარ ჩრდილელი.