„გვსურს გამოვეხმაუროთ „Hub Georgia“-ს მიერ მედიაში გაკეთებულ ცილისმწამებლურ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ, შეურაცხმყოფელ და რეპუტაციის შემლახველგანცხადებებს”, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„რკინიგზამ არაერთგზის განმარტა საკუთარი პოზიცია კომპანიის განვითარებისა დახედვის შესახებ, ჩვენ მსგავსად წამყვანი ევროპული რკინიგზებისა, კვლავაც ვრჩებითინფრასტრუქტურული კომპანიიდან მსხვილ, გლობალურ ლოგისტიკურ კომპანიადგარდაქმნის მომხრედ, რა დროსაც შვილობილი კომპანიების მეშვეობით საექსპედიტორობიზნესის წარმოება ჩვეულებრივი პრაქტიკაა და წარმოადგენს წარმატების საფუძველს. ამასთან, კვლავაც ვადასტურებთ და ვაცხადებთ, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“ საჯაროოფერტის პირობებში ყველა დაინტერესებულ კომპანიას (მათ შორის საკუთარშვილობილსაც) სთავაზობს არადისკრიმინაციულ, თანაბარ სატარიფო განაკვეთსსარკინიგზო მომსახურების მისაღებად.
რაც შეეხება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018 წლის 13 თებერვლის ოქმის საფუძველზე, ადმინისტრაციული სახდელის სახით 1000 (ერთი ათასი) ლარიან ჯარიმისდაკისრებას, განვმარტავთ, რომ „საქართველოს რკინიგზამ“ 2018 წლის 26 მარტს თბილისისსააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ხსენებული „დადგენილება“, რამდენადაც „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ კანონის“ დანაწესიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ „საქართველოს რკინიგზა“ არ წარმოადგენსაუდიტის ობიექტს. უმთავრესად კი უნდა ითქვას, რომ „დადგენილების“ გასაჩივრებისმთავარი მიზანია, საქართველოს სასამართლოს მიერ დადგინდეს პრაქტიკა დაგანისაზღვროს, თუ რამდენად ვრცელდება ზემოთხსენებული კანონი „საქართველოსრკინიგზასა“ და მის მსგავს სამართლებრივი სტატუსის მქონე იურიდიულ პირებზე. ამეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული „დადგენილების“ თაობაზე არჩაგვბარებია. ვიმედოვნებთ, სასამართლოს მიერ დადგინდება პრაქტიკა და განიმარტებაკანონის სადავო ნორმა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2015 წლის 30 დეკემბრის N199/37 და 2016 წლის 08 ივლისის N4880/21 ბრძანებების საფუძველზესახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელა რკინიგზის 2015 წლის შესყიდვებისშესაბამისობის აუდიტი. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მოცემულიაუდიტის ჩატარების დროისათვის რკინიგზის პოზიცია იგივე იყო, რაც ზემოთ აღვნიშნეთ, აუდიტის სამსახურს თავისი მოვალეობების შესრულებაში ხელი არ შეშლია, პირიქითრკინიგზის მენეჯმენტის დავალებით კომპანიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიშეუფერხებლად აწვდიდნენ აუდიტის სამსახურს აუდიტის ჩასატარებლად აუცილებელდოკუმენტაციასა და ინფორმაციას.
მოვუწოდებთ „Hub Georgia“-ს , შეწყვიტოს რკინიგზის საქმიანი რეპუტაციის შემლახველიცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთუფლებას, გავატაროთ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.