“მაჩალიკაშვილი ცუდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. რა შუაშია რელიგიური დისკრიმინაცია? და ამის შენდეგ რას ნიშნავს რეგიონებისთვის მოწოდება მისი ადვოკატის მხრიდან? ქრისტიანებს და მუსლიმებს აპირისპირებთ? ქართველებს და ქისტებს?“, – ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალური ქსელში წერს.
“გასაგებია მაჩალიკაშვილის ტრაგედია, მაგრამ რელიგიის გარევა ამ ამბავში არის პოლიტიკურად უპასუხისმგებლობა და კაცურად …არაღირსეული ქმედება.
თავად მაჩალიკაშვილის თემა, პანკისელებმა თქვან თავისი სათქმელი მაჩალიკაშვილის ამ განცხადებაზე, ხედავენ თუ არა რელიგიურ კონტექსტს პრემიერის და მაჩალიკაშვილის ურთიერთობაში.
P.S. ნაციონალებმა კარგად უნდა გაითვალისწინონ რომ ასეთი თამაში ცეცხლთან და სამოქალაქო არეულობის წახალისება ნიშნავს არა მათ ავტომატურ დაბრუნებას ხელისუფლებაში, არამედ ქაოსს! მათ შორის მწვანე შუქის ანთებას იმ ათასობით ადამიანისთვის, რომელიც ოცნებას აგინებს, ნაციონალი ჯალათების დანდობისთვის.
ნაცები შეეშვით ქრისტიანობასაც და ისლამსაც! ცეცხლს ეთამაშებით და ემანდ ცეცხლმა თქვენც არ შეგიწიროთ”, – წერს უძილაური.