თბილისში, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი უკიდია. ცეცხლი 200 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.
ადგილზე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
კომენტარები