მოქალაქე კატო კალაძე სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. კალაძე ირწმუნება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართველ ბავშვებს ფოტოებს უღებს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ამ ავადმყოფი ირანელის გვერდს გადავაწყდი, ქართველი ბავშვების, ძირითადად გოგონების ფოტოებს აზიარებს და შეკვეთებს იღებს ინტერნეტით. აღმაშფოთებელი კი არა კატასტროფაა. რა ვქნა ვის მივმართო? გადახედეთ იქნებ გეცნოთ ბავშვები!“- წერს ქალბატონი და აღნიშნული პიროვნების სოციალურ გვერდს ავრცელებს.
პოსტს სოციალურ ქსელშივცე დიდი განხილვა მოჰყვა.
„ეს ფაქტი ვიცი კატო, “დედების კლუბი “როა ხომ იცი, ორი კვირის წინ ალბათ იქ შემხვდა. აღვშფოთდი, კომენტარებიდან გავიგე რომ დედებმა იცნეს შვილები და შეიტანეს განხვადება შ.ს.ს-ში. გაგრძელება არ ვიცი… ცოტა არასერიოზული მიდგომა მომეჩვენა მათი (მშობლების)მხრიდან“- წერს ერთ-ერთი მოქალქე.
სოციალური ქსელის მომხმარებლები ირწმუნებიან, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე “სავარაუდოდ ბავშვებით ვაჭრობს”.
შს სამინისტროში “ნიუპოსტს” უთხრეს, რომ აღნიშნულის შესახებ უწყებაში ინფორმაცია დაახლოებით 2 კვირის წინ შევიდა და ფაქტის შესწავლა დაიწყო.