სულხან მოლაშვილის პანაშვიდზე მისულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს უსაყვედურეს, თუ რატომ არ არიან ამ დრომდე დასჯილი სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირები.
ერთ-ერთმა მოქალაქემ პრემიერს მიმართა, რომ ამ საკითზე პასუხსიმგებლობა უნდა აიღოს.
„თქვენ უნდა აიღოთ პასუხსიმგებლობა კრიმინალზე, ტერორიზმზეც, ექიმზეც და პროფესორზეც, თქვენ ვალდებული ხართ, ყველა ადამიანზე აიღოთ პასუხსიმგებლობა“, – მიმართა პრემიერ-მინისტრს ერთ-ერთმა მოქალაქემ.
პრემიერ-მინისტრი სულხან მოლაშვილის პანაშვიდზე პირველ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ვიცე-პრემიერ კახი კალაძესთან ერთად იმყოფებოდა. მათ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.
კომენტარები