ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა სამხედროებმა ორი პირი დააკავეს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„ვიყენებთ ყველა მექანიზმს, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს მათი გათავისუფლება“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
გავრცელებული ინფორმაციით გატაცებულთაგან ერთი მამათა მონასტრის ბერ-მონაზონია, ხოლო მეორე მრევლის წევრი. ისინი სავარაუდოდ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული. არსებული ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ისინი მონასტრის მიმდებარედ, წყაროსთან დააკავეს.
კომენტარები