ვისაც არ აქვს თავის შეკავების უნარი, საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში, – ასე უპასუხა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ თაკო ჩარკვიანის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.
ბურჯანაძის თქმით, ვიდრე ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება, ის არავის უპირისპირდება.
„საჭიროდ არ ვთვლი განცხადების გაკეთებას. ვისაც აინტერესებს ჩარკვიანის აზრი, იკითხოს. ვიდრე არჩევნებს არ მოვიპოვებ, მე არავის ვუპირისპირდები, ვისაც არ აქვს თავის შეკავების უნარი, მგონია, რომ საერთოდ არ უნდა იყოს პოლიტიკაში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
კომენტარები