როგორც InewsLine.ge-ს “წყარო” უყვება, მამუკა მდინარაძის მეუღლემ 2025 წლის ზაფხულში, თურქეთში დასვენებისას, დაახლოებით 220 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა.
“წყაროს” თქმით, მამუკა მდინარაძე და მისი მეუღლე თურქეთში ათი დღე ისვენებდნენ. მისივე ინფორმაციით, სასტუმროში, სადაც ისინი გაჩერდნენ, ორ ადამიანზე გათვლილი ერთი ნომრის ფასი ზაფხულის სეზონზე ღამეში დაახლოებით 2 000 ლარია.
ასევე “წყაროს” ცნობით შეძენილი ოქრო საქართველოში თბილისის აეროპორტის გავლით შემოვიდა და ამ გარემოებებს ახლა შესაბამისი უწყება გაუხმაურებლად სწავლობს.
რედაქცია მზად არის გამოაქვეყნოს მამუკა მდინარაძის პასუხი აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

კომენტარები
