თურქეთის პრემიერ-მინისტრი მზადაა, არჩევნების შემდეგ სავარძელი აქუციონზე გაყიდოს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის მთავრობის მეთაურმა იზმირში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე გააკეთა.
„დაე, ეს არჩევნები ხალხისა და ქვეყნისთვის სასიკეთოდ იქცეს. თურქეთი ახალი ჰორიზონტისკენ მიდის და კვლავ განაგრძობს თავის გზას. ჩემი სავარძელი კი მე დამრჩება. მას აუქციონზე გავიტან“, – განაცხადა ილდირიმმა.
შეგახსენებთ, არჩევნების შემდეგ თურქეთი საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავა და შესაბამისად, პრემიერ- მინისტრის თანამდებობა გაუქმდება.
კომენტარები