მერილენდის შტატში, გაზეთ Capital Gazette-ის ოფისში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, მოხდა შენობიდან ადამიანების ევაკუაცია და მიმდინარეობს შენობის დათვალიერება.
ცოტა ხნით ადრე, ენტონი მესინჯერმა, რომელიც გაზეთის სტაჟიორია, „ტვიტერზე“ დაწერა–„აქტიური მსროლელი, ბესგეით 888, გვიშველეთ, გთხოვთ“.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტი ტრამპი უკვე ჩააყენეს საქმის კურსში.
კომენტარები