ევროკავშირის მიერ მიგრანტთა საკითხზე კომპრომისული შეთანხმების მიღწევიდან რამდენიმე საათში ხმელეთაშუა ზღვაში მორიგი ტრაგედია მოხდა.
ლიბიის სანაპიროსთან რეზინის ნავი ჩაიძირა, რომლითაც მიგრანტები ევროპის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ. შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი. მაშველებმა მხოლოდ 14 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
პარალელურად, ლიბიის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა ქვეყანაში მიგრანტების კიდევ ერთი გემი დააბრუნეს. ბორტზე 350-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ზღვაში დაკავების შემდეგ, ისინი ტრიპოლის საზღვაო ბაზაზე გადაიყვანეს.
კომენტარები