აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, ესტონეთში შეერთებული შტატების ელჩი თანამდებობა დატოვა.
ჯეიმს მელვინი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტის პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად მიიღო.
ამერიკელი დიპლომატი კატეგორიულად არ ეთანხმება ნატო-სა და ევროპელი მოკავშირეების შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
33-წლიანი დიპლომატიური კარიერის დასრულების შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატმა სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე დაწერა: „იმედი მაქვს, რომ ოდესმე ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სწორ პოზიციაზე იქნება“.
ჯეიმს მელვინი ესტონეთში 2015 წლიდან მუშაობდა, მანამდე კი დიპლომატიური პოსტები რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ეკავა.
კომენტარები