აშშ-ში, ვისკონსინის შტატში, დააკავეს კაცი, რომელმაც ფეხსაცმლის წინა ნაწილში მცირე ზომის კამერა ჩაამონტაჟა, რათა ქალების კაბის ქვეშ ვიდეოები გადაეღო. 32 წლის კაცმა ჩანაფიქრი ვერ განახორციელა, რადგან კამერის ელემენტი აფეთქდა და ფეხზე დამწვრობა მიიღო. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ დასჯიან მას, – რადგან კამერაში ჩანაწერი არ აღმოჩნდა. 2015 წლიდან ამ შტატში დანაშაულად ითვლება, თუ ადამიანი ქალის კაბის ქვეშ „შეხედვას“ რაიმე მეთოდით ეცდება.
მსგავსი კანონი რამდენიმე ქვეყანაშიც არსებობს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ადამიანის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი კაბის აწევა კრიმინალად ჩაითვლება და დამნაშავე 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
იმედინიუსი
კომენტარები