მალაიზიაში, 11 წლის გოგო 41 წლის ისლამის მიმდევარ კაცს გააყოლეს ცოლად. ამის შესახებ BBC წერს.
გოგოს მშობლები ტაილანდიდან არიან.
ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ისინი მსგავს ქორწილს პედოფილიას უწოდებენ.
მალაიზიაში მოქმედი კანონის მიხედვით, მხოლოდ 18 წლის შემდეგ შეიძლება გოგოს გათხოვება, თუმცა ადგილობრივი რელიგიის, ისლამისა და ისლამური შარიათის მიხედვით, სასამართლომ შეიძლება 16 წლამდე გოგოს გათხოვებაც გამართლებულად ჩათვალოს.
მოსახლეობა მშობლებს ადანაშაულებს. ისინი ამბობენ, რომ გოგოს ოჯახს ფინანსურად უჭირს, კაცი კი წარმატებული ვაჭარია.
გოგო კაცისთვის მესამე ცოლი იქნება. მას უკვე ჰყავს ორი ცოლი და 6 შვილი, რომელთა ასაკიც 5-დან 18 წლამდეა.
კომენტარები