ძლიერი სიცხით გამოწვეული ხანძრების გამო კალიფორნიის შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყნის დასავლეთით მდებარე რამდენიმე შტატში ათობით სახლია დამწვარი, ევაკუირებულია 750-მდე ადამიანი. მხოლოდ კალიფორნიის შტატში 10-მდე სხვადასხვა ადგილასაა ხანძარი გავრცელებული. ცოტა ხნის წინ კი, კალიფორნიისა და ორეგონის საზღვარზე გავრცელებულ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ხანძართან ბრძოლას ძლიერი ქარი ართულებს.
უსაფრთხოების მიზნით, ქალაქებში საავტომობილო გზების დიდი ნაწილი ჩაკეტეს.
კომენტარები