ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი ბავშვების გადარჩენის ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სპეციალური ჯგუფი გამოქვაბულში ადგილობრივი დროით 10:00 საათზე შევიდა, გამოქვაბულიდან გამოიყვანეს ეს პერსონალი, რომელიც ოპერაციის მსვლელობისას საჭირო აღარ იყო. ადგილზე მხოლოდ მყვინთავები და ექიმები არიან მობილიზებულები.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, პირველი გადარჩენილი ბავშვი გამოქვაბულიდან ადგილობრივი დროით 21:00 საათზე უნდა გამოიყვანონ.
ტაილანდის გამოქვაბული 23 ივნისის შემდეგ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. 11-დან 16 წლამდე ფეხბურთელები და მათი 25 წლის მწვრთნელი მღვიმეში შევიდნენ, თუმცა იქ ყოფნის დროს ძლიერი წვიმა მოვიდა, წყლის დონემ აიწია და გასასვლელი ჩაკეტა, რის გამოც ბავშვები გამოქვაბულის სიღრმეში აღმოჩდნენ.
კომენტარები