რადიო თავისუფლების ჩეჩნეთის სამსახური წერს, რომ WhatsApp-ის მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შსს-ს თანამშრომლებისთვის გაიცა განკარგულება, მიმდინარე თვის განმავლობაში მეორე ცოლი შეირთონ.
ეს ეხებათ ავტოინსპექტორებსაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი, შესაძლოა, სამსახურიდანაც კი დაითხოვონ. ჩეჩნეთის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურში ამინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს მეთაურმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ისეთი რეგიონებისთვის, როგორიცაა ჩეჩნეთის რესპუბლიკა, ინგუშეთი და დაღესტანი, მრავალცოლიანობა დაშვებული უნდა იყოს.
კომენტარები