გაზეთი „კვირის პალიტრა“ ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მალხაზ კობაურის ჩვენებიდან ამონარიდებს აქვეყნებს.
ჩვენებაში კობაური დეტალურად ჰყვება მომხდარის შესახებ.
ბავშვის მამამ მითხრა, რომ თოფი ცუდად მქონდა მიშვერილი და უმჯობესი იყო, მოშორებით გადამედო. ამ შენიშვნაზე ძალიან გავღიზიანდი და ხმამაღლა მივმართე, რომ ის ვერ მასწავლიდა თოფის მხარზე გადაკიდებას და მოხმარებას. ამაზე ტანსრული მამაკაცი წამოდგა თავად გაღიზიანებულ მდგომარეობაში. ამის დანახვაზე მეც ავდექი და ავიღე თოფი. მან მარჯვენა მკლავში მომკიდა ხელი, მე მყისიერადვე გავუსხლტი ხელიდან და გავედი რამდენიმე მეტრით უკან, მოვიმარჯვე ჩემს ხელთ არსებული თოფი, სადაც მედო ორი ცალი ტყვია, დავმუხტე სასროლად, სასხლეტს გამოვკარი ხელი და ვესროლე მამაკაცს, რომელიც უკვე გარბოდა. გასროლის შედეგად, როგორც მახსოვს, ტყვია გავარტყი ზურგის არეში და მან ხმამაღლა დაიწყო ყვირილი. მის ყვირილზე ძალიან შემეშინდა და რამდენიმე წამში ისევ ვესროლე. როგორც, მახსოვს, მოხვდა თავის არეში. ის მყისიერად დაეცა სახით მიწაზე და უკვე აღარ ამოუღია ხმა. ამის შემდეგ ჯიბიდან ამოვიღე კიდევ ერთი ტყვია და ჩავდე თოფში. ქალმა ამის დანახვაზე ჩანჩქერისკენ ჩაირბინა. ასევე, დავინახე იქვე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც იდგა და ტიროდა… მე მას ვესროლე ერთი ტყვია, რომელიც მოხვდა თავის არეში და დავარდა უგონო მდგომარეობაში. ჩემ მიერ აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდეგ, გასროლილი სამივე მასრა ავკრიფე და გადავყარე მდინარეში. ამის შემდეგ ბავშვის გვამს მოვკიდე ფეხში ხელი და გავათრიე თოვლის გაყინული მასის გვერდით, სადაც შევეცადე, დამემალა გვამი, რათა გამვლელებს ადვილად არ შეენიშნათ… 6 ივლისს მიცემული პირველი ჩვენების დროს დავმალე სიმართლე, რადგან პასუხისმგებლობის შემეშინდა“, -აღნიშნულია ჩვენებაში.
ამასთან გამოცემის ცნობით, ჩვენებაში კობაური ჰყვება, რომ ქეილებ სმიტის მკვლელობის შემდეგ მან ლორა სმიტი ჩანჩქერის ძირში გადავარდნილი იპოვა. ამის შემდეგ ბავშვის გვამი გადამალა, მწყემსების საცხოვრებელში დაბრუნდა, იარაღი მილიონას მთაზე დამალა, სხვა მწყემსებთან ერთად ივახშმა და დაიძინა.
კობაურის ჩვენების გარდა, პროკურატურას მტკიცებულებად მკვლელობის იარაღი -ორლულიანი თოფი და ვაზნები აქვს, რასაც გამოძიებამ ბრალდებულის დახმარებით მიაკვლია, თუმცა არ არის ნაპოვნი ტყვიის მასრები. პროკურატურის რწმუნებით, დანაშაულის ჩადენის მომენტში კობაური ნასვამი იყო.
“ბავშვის გვამს მოვკიდე ფეხში ხელი და გავათრიე თოვლის გაყინული მასის გვერდით”
2018/07/16 13:29:32
კომენტარები
ნანახია: 998 ჯერ