„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში, საოჯახო მოგზაურობის დროს, ავტოავარიაში მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ოთხი დღის წინ მოხდა, როდესაც მამუკა ხაზარაძე შვილთან, ნიკა ხაზარაძესთან ერთად, სამოგზაუროდ იმყოფებოდა სამხრეთ ამერიკაში.
ხაზარაძეები საკუთარი ავტომობილით ბრაზილიიდან მონტევიდეოში (ურუგვაი), ჩილეში, არგენტინაში მოგზაურობდნენ. ახლობლის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძეს ავარიის შედეგად ნეკნების მოტეხილობა აქვს.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მამუკა ხაზარაძესთან ერთად მყოფი ნიკა ხაზარაძე თავს კარგად გრძნობს. ამჟამად, მათთან ერთად იმყოფება ხაზარაძის ქალიშვილი ელენეც.
სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, ბრაზილიაშია მამუკა ხაზარაძის მეუღლე ირინე ხაზარაძეც და მაღი კიდევ ერთი ვაჟი იოანე ხაზარაძე, რომელიც განათლებას ბრაზილიაში იღებს.
ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.
